საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიქტორ კარანდაშევის საჯარო ლექციები

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ საჯარო ლექციებზე.

1. კეთილი იყოს შემობრძანება კულტურულ მრავალფეროვნებაში - Welcome to Cultural Diversity

25 ოქტომბერი, სამშაბათი, 12.00 სთ.თსუ, კორპუსი 3, აუდიტორია 304

2. სიყვარულის კულტურული ევოლუცია: თავისუფლებასა და ნებადართულობას შორის.- Cultural Evolution of Love: Between Freedom and Affordances.

26 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 12.00 სთ.თსუ, კორპუსი 3, აუდიტორია 304

 

ვიქტორ კარანდაშევი - აქუინის კოლეჯის (ქ. გრანდ-რაპიდსი, მიჩიგანის შტატი) ფსიქოლოგიის პროფესორი,  ფართო ინტერ- და კროსკულტურული კვლევითი გამოცდილებისა და ინტერესების მქონე გამოჩენილი მეცნიერია. ის თანაავტორია მნიშვნელოვანი სამტომიანი გამოცემისა „ფსიქოლოგიის სწავლება მსოფლიოში“. ვიქტორ კარანდაშევის სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა ემოციებისა  და კულტურის, კერძოდ,რომანტიკული სიყვარულისკვლევა, ამ თემებს ეძღვნება მისი რამდენიმე სტატია, აგრეთვე, თავები კრებულებში. მაგრამ გარდა ამისა, მის კალამს ეკუთვნის 4 მონოგრაფია: „რომანტიკული სიყვარული კულტურულ კონტექსტებში“ (2017), „სიყვარულის გამოცდილებისა და გამოხატვის კროსკულტურული პერსპექტივები“ (2019), „ემოციის კულტურული მოდელები“ (2021) და„სიყვარულის კულტურული ტიპოლოგია“ (2022). ვიქტორ კარანდაშევის სამეცნიერო კვლევებიაღიარებულია, როგორც გამორჩეული და ღირსშესანიშნავი ინტერდისციპლინურიწვლილი ემოციების და სიყვარულის შესწავლის სფეროში.

თარიღი: 17/10/2022